სააკაშვილს სტვენის არ ეშინია - კვირის პალიტრა

სააკაშვილს სტვენის არ ეშინია

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. კერძოდ, თსუ-ში სტუდენტებისა და სააკაშვილის შეხვედრის პარალელურად, ყოფილი პოლიტპატიმრებისა და სტუდენტების აქცია გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ პრეზიდენტის ესკორტი  შეძახილებით "ნაძირალა", "მკვლელი მიშა" გააცილეს. შეხვედრა კი სტუდენტთა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად დატოვა. თავად სააკაშვილმა კი თსუ-ში განაცხადა, რომ ვერ შეაშინებენ. "ძალიან კარგად მესმის ეს მეთოდოლოგია. მე თვითონაც გამომიყენებია, მე ძველი რევოლუციონერი ვარ და როგორ შეიძლება შემაშინოს სასტვენის სტვენამ?  სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? მითხარით? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო, ვინ რჩეული ვაჟკაცი? ვაზაგაშვილი მოკლეს? იმიტომ, რომ ვაზაგაშვილს ორი ავტომატი ჰქონდა და სხვების დასახოცად მიდიოდა?" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.