წულუკიანი შიშობს - კვირის პალიტრა

წულუკიანი შიშობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შიშობს, რომ აბორტის აკრძალვის შემთხვევაში პროცესი სარდაფებსა და სხვა ანტისანიტარიულ ადგილებში გადაინაცვლებს.  თუმცა, მხარს დაუჭერს ინიციატივას, რომ მშობლებისთვის ბავშვის სქესის წინასწარ შეტყობინება აიკრძალოს. "ხშირად აბორტი ისეთ დროს კეთდება, როცა ოჯახი ბიჭს ელოდება, არ უნდა ჰყავდეს გოგო და როცა სქესს შეიტყობენ, სქესის გამო ნაყოფს იცილებენ. ჩემი აზრით, სანამ დემოგრაფიული მდგომარეობა ასეთ დღეშია, ურიგო არ იქნებოდა, ეს აკრძალულიყო", - აცხადებს  წულუკიანი.