საგანგაშო პროგნოზი
13-05-2013
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პროგნოზი, შესაძლოა, შემცირდეს. "სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ ეკონომიკური ზრდის 6%-იან მაჩვენებელზე. ამის მიზეზია როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი - მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც გარკვეულწილად ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან და გაურკვეველი აქვთ თავიანთი მიზნები", - განაცხადა ქადაგიძემ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ბანკის ხელმძღვანელის პროგნოზს უსაფუძვლო
უწოდეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).











მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით