საგანგაშო პროგნოზი - კვირის პალიტრა

საგანგაშო პროგნოზი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პროგნოზი, შესაძლოა, შემცირდეს. "სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ ეკონომიკური ზრდის 6%-იან მაჩვენებელზე. ამის მიზეზია როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი - მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც გარკვეულწილად ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან და გაურკვეველი აქვთ თავიანთი მიზნები", - განაცხადა ქადაგიძემ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ბანკის ხელმძღვანელის პროგნოზს უსაფუძვლო უწოდეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).