ხვედელიძეს გირაო შეეფარდა - კვირის პალიტრა

ხვედელიძეს გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი  გირაო შეუფარდა.  სამართალდამცავებმა იგი 12 მაისს პირადი საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება. ყოფილი მაღალჩინოსანი დანაშაულს აღიარებს.