"თბილისი არ არის ამსტერდამის "წითელი შუქების" კვარტალი" - კვირის პალიტრა

"თბილისი არ არის ამსტერდამის "წითელი შუქების" კვარტალი"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თბილისში ლგბტ აქციის მოწყობას გაუმართლებლად და შეურაცხმყოფელად მიიჩნევს. "ჩვენ ვართ იმ ქალაქის მკვიდრნი, სადაც 100 000-მა მოწამემ თავი გაწირა სარწმუნოების დაცვისთვის და ამ წმინდა ქალაქში გარყვნილების აღლუმი არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი ეროვნების, ჩვენი ტრადიციებისა და ჩვენი გრძნობების. ერმა გამოხატა თავისი ნება, სამართალდამცავებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს წესრიგის დასაცავად. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ ყოფილა და ყველამ დაინახა, რომ თბილისი არ არის ამსტერდამის წითელი შუქების კვარტალი", - განაცხადა ლევან ვასაძემ.