ცემა-ტყეპა რუსთაველზე
17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "იდენტობამ", ლგბტ პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა ფლეშმობი გამართეს. მანამდე პარლამენტის წინ სასულიერო პირები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. პოლიციამ კორდონი გააკეთა აქციის მონაწილეებსა და ლგბტ პირებს შორის. თუმცა აქციის მონაწილეებმა, რომელთა რაოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ათასი იყო, კორდონი გაარღვიეს. პოლიციელებმა ლგბტ პირები სასწრაფოდ მიკროავტობუსებში ჩასხეს და იქაურობას გაარიდეს. ერთ-ერთი მიკროავტობუსი დემონსტრანტებმა ალყაში მოიქციეს, ქვები დაუშინეს და სალონში შეღწევა სცადეს. შეხლა-შემოხლისას 28
ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები. აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. საბოლოოდ, ვითარება ნელ-ნელა განიმუხტა. დასავლური ქვეყნების ელჩებმა მომხდარი დაგმეს. ომბუდსმენმა შს მინისტრისა და სასულიერო პირების პასუხისმგებლობის საკითხი დასვა. ამასთან, სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ რაც მათი მხრიდან
მოხდა, ერის დაკვეთა იყო: "ჩვენ ახლა ვიწყებთ დემოკრატიას. სად იყო დემოკრატია, 26 მაისი გავიხსენოთ... პარპაშის დრო დასრულდა, ვერავითარი უცხოეთი ვერ გვაიძულებს მივიღოთ ის, რაც დაუშვებელია. კარგად იცით, რას უშვრებოდნენ ერს, - ციხეებში აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, კანონს ყოველდღე ცვლიდნენ"..."
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები