ეზუგბაიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა
20-05-2013
შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონი ლარის ზარალის მიყენების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, ხოლო" ყოფილი გენერალური დირექტორის,  ირაკლი ეზუგბაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზასა" და "ვაგონმშენებელ კომპანიას" შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, გაფორმდა 5 ხელშეკრულება, - "საქართველოს რკინიგზამ" ერთი ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა, 39 ათასი დოლარი დააფიქსირა. რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო. დაკავებული არიან შპს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო
გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს "ვაგონმშენებლის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია,  "სატვირთო გადაზიდვების" დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი" კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები - მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე. ეზუგბაია მიიმალა. 
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით