"რუსმეტალის" საქმე
20-05-2013
პროკურატურამ შპს "რუსმეტალის" მიერ მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სქემა გახსნა. სამართალდამცველების ცნობით, დადგენილია დაახლოებით ორ-ნახევარი მილიონი ლარის გათეთრების ფაქტი. "კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ქალაქ რუსთავის მოქმედი მერის, ლაშა მინდელის ძმა მინდია მინდელი", - განაცხადეს პროკურატურაში.

უწყების ცნობით,  საწარმოს წარმომადგენელთა მიერ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს მიღებული მოგების დამალვის მიზნით, ყალბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუმენტები, ნამატი უკანონო შემოსავლები ირიცხებოდა მათ მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და შპს "რუსმეტალს" უბრუნდებოდა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც
სესხის სახით მიღებული თანხა. "საწარმო, უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთხელ არ შემოწმებულა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით