"საქართველო ლიდერია" - კვირის პალიტრა

"საქართველო ლიდერია"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ ტრეისიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოს რეგიონში ლიდერ ქვეყნად აღიქვამს. ეს განცხადება ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თბილისში გამართული კონფერენციის - "რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში" - შემდეგ გააკეთა. ტრეისის თქმით, "ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს როგორც ლიდერ ქვეყანას. საქართველომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ეს უკავშირდება ბიზნესის კეთების სიმარტივეს, რაც არაერთხელ აღინიშნა მსოფლიო ბანკის ინდექსებში".