მორიგი მსხვერპლი - კვირის პალიტრა

მორიგი მსხვერპლი

ავღანეთში, "შირგაზის" ქართულ სამხედრო ბაზას თავს ტერორისტები დაესხნენ. ჯერ თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზის შესასვლელთან სატვირთო მანქანა ააფეთქა, შემდეგ კი ბაზაზე თალიბთა ჯგუფი შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა ყველა ტერორისტი გაანადგურეს. თავდასხმისას დაიღუპნენ სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. ისინი საქართველოში სამხედრო პატივით ჩამოასვენეს. ქართველი სამხედროების პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა, სადაც უამრავმა მოქალაქემ მიაგო პატივი გმირების ხსოვნას (ვრცლად იხ. გვ. 4, 9, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).