"ოპოზიცია შანტაჟს ცდილობს"
20-05-2013
"ოპოზიცია შანტაჟს ცდილობს"
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მორიგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია საზოგადოების შანტაჟს ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან რეალობა ყველამ კარგად გააცნობიერა. ივანიშვილი სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრასაც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების თავდაჭერილობას. ისიც აღნიშნა, რომ ახალი მმართველი გუნდის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ხედვა პრინციპულად შეიცვალა და მის მთავრობას აღარ უწევს მუდმივი განმარტებები,„ვინ არიან და რისთვის მოვიდნენ ხელისუფლებაში. პრემიერმა შს მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის დაკავებაზეც ისაუბრა:„"კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანაბარი და კანონი, პირველ
რიგში, უნდა დაიცვან პირველმა პირმა და თანამდებობის პირებმა".  ისიც აღნიშნა, რომ "გიორგი მარგველაშვილის აღმოჩენით ბედნიერია, რადგან ეს არის კაცი, რომელსაც გლობალურად შეუძლია ფიქრი სახელმწიფოზე". პრემიერის თქმით, მათ თადარიგი დაიჭირეს იმ შემთხვევისთვის, თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება და ერთპარტიული სისტემის საფრთხე შეიქმნება - "თუ გარე ძალა არ
იქნება, ბუნებრივი პროცესი განვითარდება - პარტიები დაიშლებიან და თვითონ მოახერხებენ ერთმანეთში ოპონირებას".



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით