დასავლური გამოხმაურება - კვირის პალიტრა

დასავლური გამოხმაურება

ვანო მერაბიშვილის დაკავებას დასავლეთში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს მერაბიშვილისა და სხვა მაღალჩინოსანთა საქმეებს. სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეცწარმომადგენელმა ჟოაო სუარესმა კი აღნიშნა, "მთავარია, დემოკრატიულ პროცესს საფრთხე არ შეექმნას. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმა ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის და პირიქით, ახალ პრობლემებს შექმნის". განცხადება გაავრცელეს ევროკომისრებმა ქეთრინ ეშტონმა და შტეფან ფულემ და გამოთქვეს იმედი, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმე   პოლიტიკურად მოტივირებული არ იქნება. "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ვოლფრედ მარტენსმა კი  მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაპატიმრება საქართვე¬ლოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.