"სამწუხაროა, რომ სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, რომ სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა"

უწმინდესმა და უნეტარესმა,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რომლის დანერგვაც უნდათ საქართველოში.  "რაც მოხდა 17 მაისს, სამწუხაროა. ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა. მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვას. ბოროტებას მხოლოდ სიკეთე და სიყვარული კურნავს", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა სტამბოლში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვდნენ მსოფლიო პატრიარქსა და წმინდა სინოდის წევრებს. საუბარი შეეხო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას.  "მსოფლიო პატრიარქმა რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ცნობს აფხაზეთის ეპარქიას საქართველოს ტერიტორიის კანონიერ ნაწილად. ხანდახან ამ საკითხზე საუბარი კამათში გადადიოდა, ხანდახან - მშვიდობიან საუბარში. საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ იქ სამღვდელოება გაიგზავნება", - აღნიშნა პატრიარქმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).