"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გველი შეძვრა
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის "წითელ დარბაზში" გველი შენიშნეს. როგორც პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ აღნიშნა, გველის გამოსაყვანად მერიის შესაბამის სამსახურს გამოუძახეს.