"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გველი შეძვრა - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გველი შეძვრა

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის,  გივი თარგამაძის ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის "წითელ დარბაზში" გველი შენიშნეს. როგორც პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ აღნიშნა, გველის გამოსაყვანად მერიის შესაბამის სამსახურს გამოუძახეს.