სუბარს ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

სუბარს ადანაშაულებენ

გარდაცვლილი პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას ოჯახი სოზარ სუბარს ცრუინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კორტავა გეგუთის კოლონიაში გარდაიცვალა. სამინისტრომ ჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმარი კიბიდან დაგორდა და სასიკვდილო ტრავმები მიიღო. მოგვიანებით კი, სუბარმა განაცხადა, რომ კორტავა სხვა მსჯავრდადებულებმა ცემით მოკლეს. "არავითარი კიბიდან დაგორებული და პატიმრების ნაცემი არ არის. იქაური რეჟიმის ნაწამებია. მოკლეს და ნუ იტყუებიან მაინც", - განაცხადა გარდაცვლილის მამიდა ხათუნა კორტავამ (ვრცლად იხ. გვ. 14-15, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).