პოლიტპატიმართა რეზოლუცია
27-05-2013
პოლიტპატიმართა რეზოლუცია
სპორტის სასახლეში, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების ორგანიზებით, ხალხმრავალი შეკრება გაიმართა. მონაწილეებმა პარლამენტის სახელზე რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტის თანახმად,  1-ელ ოქტომბერს  ხალხის  არჩევანი იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და არა წინა რეჟიმთან თანამშრომლობა. "კოაბიტაცია ზოგად ასპექტში მისაღებია, მაგრამ არის ზღვარი, რომლის გადალახვაც არ ეგების. ეს ზღვარი ხალხსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის თვით "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავლო მათ მიერ მოკლული, ნაწამები, დასახიჩრებული და აბუჩად აგდებული ადამიანების უკანონოდ გასხვისებული კერძო საკუთრების სახით. ეს ზღვარი გაივლო იმ სისხლის
მდინარეებით, რომელიც ყოფილმა რეჟიმმა რუსთაველზე საკუთარ ხალხს ბევრჯერ ადინა. ევროპული დემოკრატიის უპირველესი პრინციპი ღაღადებს - უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისროს მას, ვინც ადამიანების სიცოცხლის უფლებას ხელყოფს", - ნათქვამია რეზოლუციაში.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით