მინისტრი ფიფია იქნება - კვირის პალიტრა

მინისტრი ფიფია იქნება

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შალვა ფიფიას კანდიდატურა წარუდგინა. ფიფია დავით კირვალიძის მოადგილე იყო, რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ გადადგა. ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ გამოძიების დასრულებისა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, კირვალიძე თანამდებობას დაუბრუნდეს.