ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

ბრალი წაუყენეს

შსს-მ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენა. ამას გამოეხმაურა პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომლის თქმითაც, სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს. "მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა? რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს.  თუ შეგინება დასჯადია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კადრში გინება ისმის. არ ვიცი,  რთული სათქმელია. რაც შეეხება მამა იოთამს, დავინახე, რომ მას სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუ არის, არ ვიცი", - დასძინა მამა მიქაელმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).