"კითხვები სააკაშვილთანაც გვაქვს" - კვირის პალიტრა

"კითხვები სააკაშვილთანაც გვაქვს"

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებას კითხვები მიხეილ სააკაშვილთანაც აქვს, რადგან სწორედ მისი მთავრობის ხელმძღვანელი  დააკავეს. "თუ არსებობს შეკითხვები, პრეზიდენტი უნდა დაიკითხოს. პრეზიდენტი არ არის ღმერთი და მონათმფლობელი, იგი დემოკრატიული ქვეყნის პირველი პირია და ისევე აგებს პასუხს კანონის წინაშე, როგორც ყველა დანარჩენი",  - აღნიშნა  ივანიშვილმა. მან არასერიოზული უწოდა "ნაციონალების" ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.