კონკორდატი უნდა ამოქმედდეს - კვირის პალიტრა

კონკორდატი უნდა ამოქმედდეს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სრულფასოვნად უნდა ამოქმედდეს კონკორდატი, საკონსტიტუციო ხელშეკრულება, რომელიც

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმდა.

"იმ პირობებში, როცა ყველა სხვა ჯგუფის უფლებები დაცული უნდა იქნეს, კონკორდატი უნდა ამოქმედდეს ისე, რომ საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულობას და ფუნქციას საგანგებოდ გავუსვათ ხაზი", - განაცხადა პრეზიდენტმა. კონკორდატი ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის 2003 წელს გაფორმდა, თუმცა, დღემდე არ არსებობს მისი აღსრულების მექანიზმები. წლიდან წლამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ აცხადებენ, რომ კონკორდატი უნდა ამოქმედდეს. დღემდე არაფერი თქმულა იმის თაობაზე, თუ როდის დაიწყებს მოქმედებას აღნიშნული საკონსტიტუციო შეთანხმება.