ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
"კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესები
გაიმართება.
- ჩვენი საპროტესტო აქციები სწორედ ამ პროცესებს დაემთხვევა და სასამართლოს შენობებთან ჩატარდება. აქციებში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც რადიკალურს უწოდებენ, - აღნიშნა კუკავამ.
მისივე თქმით, ვიდრე საქართველოში ერთი პოლიტპატიმარი მაინც იქნება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.