ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება

"კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესები

გაიმართება.

- ჩვენი საპროტესტო აქციები სწორედ ამ პროცესებს დაემთხვევა და სასამართლოს შენობებთან ჩატარდება. აქციებში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც რადიკალურს უწოდებენ, - აღნიშნა კუკავამ.

მისივე თქმით, ვიდრე საქართველოში ერთი პოლიტპატიმარი მაინც იქნება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.