არასამთავრობოები ოპოზიციის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

არასამთავრობოები ოპოზიციის წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის განხილვას ეხმაურებიან.

განცხადებას, სახელწოდებით "ორიოდე სიტყვა პავლე კუბლაშვილის კაბინეტში გამოძახებული ოპოზიციის შესახებ", 14 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

- ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების უმეტესმა ნაწილმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებამ მომგებიან სასტარტო პოზიციას მიაღწიოს.  ჩვენ არ გვიკვირს ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით შეპყრობილი, საკუთარი დანაშაულობებისა და ცოდვების მძევლად ქცეული ხელისუფლების საქციელი. საკითხავია, რამ აიძულა ოპოზიციად წოდებული ეს ორგანიზაციები, წინასწარგანსაზღვრული თვალთმაქცობა ასეთ დამამცირებელ პირობებში (პავლე კუბლაშვილის კაბინეტში) ჩაედინათ, - ნათქვამია განცხადებაში.  განცხადებას ხელს აწერენ: "ქართული აკადემია", "ზნეობრივი ფრონტი", "საზოგადოებრივი დარბაზი", "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", "7 ნოემბერი", "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი", "მსოფლიო ლაბორატორია" (სოსო ცისკარიშვილი), "კავკასიის ქალთა ქსელი", "კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი", "21-ე საუკუნე", "ობიექტივი", მოძრაობა "რატომ?", "თანასწორობის ინსტიტუტი", "სამართლიანობის ინსტიტუტი".