ნათელაშვილი არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

ნათელაშვილი არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებას ითხოვს

როგორც "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, იგი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოში არ ჩაატარებენ

თავისუფალ არჩევნებს, თუ არ იქნება ზეწოლა გაეროს მხრიდან. ამიტომაც ნათელაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში ყველა არჩევნები გაეროს ეგიდით უნდა ჩატარდეს. ამისთვის ლეიბორისტებმა სპეციალური მიმართვა მოამზადეს გაეროსადმი.

მიმართვის ტექსტი საბოლოო სახით მზად იქნება  2010 წლის დასაწყისში და მასზე ოპოზიციური პარტიები საკუთარ ხელმოწერას დააფიქსირებენ.