თბილისის მერობის კანდიდატთა რიცხვი იზრდება - კვირის პალიტრა

თბილისის მერობის კანდიდატთა რიცხვი იზრდება

გავრცელებული ინფორმაციით,  გია თორთლაძის პარტიას "დემოკრატიულ საქართველოს" თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება. პარტია წამოაყენებს

ფინანსთა ყოფილ მინისტრის, დავით იაკობიძის კანდიდატურას. იაკობიძე მინისტრად 1993-1997 წლებში მუშაობდა.

თბილისის მერობის კანდიდატად ე.წ. პრაიმერში კონსერვატორებმა”ზვიად ძიძიგური დაასახელეს; კენჭისყრას აპირებს "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილიც; გია ჭანტურია იქნება ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი; "ალიანსი საქართველოსათვის" კანდიდატი კი ირაკლი ალასანია, თუმცა ამაზე ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაკეთებულა.