ჟურნალისტები ხელისუფლებაში გადადიან - კვირის პალიტრა

ჟურნალისტები ხელისუფლებაში გადადიან

პრეზიდენტის პრესსპიკერის მოადგილედ, რომელიც ამავე დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელიც იქნება, ტელეკომპანია "რუსთავი

2"-ის  საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანი ირაკლი მაისურაძე დაინიშნა.

ირაკლი მაისურაძემ პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე ივანე ნონიაშვილი შეცვალა, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. პრეზიდენტის პრესსპიკერი ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" წამყვანი მანანა მანჯგალაძე გახდა.