სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებმა ეთიკის ქარტიას ხელი მოაწერეს - კვირის პალიტრა

სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებმა ეთიკის ქარტიას ხელი მოაწერეს

სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ასოციაცია დაფუძნდა. ქარტიაზე, რომელიც 8 თვის მანძილზე მუშავდებოდა ქართველ და უცხოელ

ექსპერტებთან ერთად, 136-მა ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. გუშინვე ასოციაციის დამფუძნებელმა ჟურნალისტებმა აირჩიეს 9-წევრიანი საბჭო, რომელიც ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების მუშაობას გაუწევს მეთვალყურეობას. ამას გარდა, ჟურნალისტებმა აირჩიეს 3-კაციანი სარევიზიო კომისია, რომელიც, თავის მხრივ, 9-წევრიანი საბჭოს მუშაობას გაუწევს მონიტორინგს".

"ქარტიაზე ხელი ძირითადად პრესისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მოაწერეს. ნაციონალური ტელეარხებიდან ქარტიას მხოლოდ თითო-ოროლა ჟურნალისტი შეუერთდა,  თუმცა, გუშინდელი შეხვედრა ყველა ტელეარხმა გააშუქა. ქარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ია ანთაძე იმედოვნებს, რომ ნელ-ნელა ქარტიას ტელეკომპანიების სხვა ჟურნალისტებიც შეუერთდებიან. უნდა ითქვას, რომ ეთიკის ქარტიის 9-წევრიანი საბჭოს არჩევა იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რაც ოდესმე საქართველოში ჩატარებულა.