"რატომ?" აპროტესტებს - კვირის პალიტრა

"რატომ?" აპროტესტებს

სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა "რატომ?" რიყესთან მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ფაცაციას განცხადებით, რიყეზე მიმდინარე მშენებლობა საზოგადოებისგან მალულად მიმდინარეობს და თბილისის მერია ცდილობს მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია დამალოს.

მოძრაობის წევრებმა აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს, ესენია: მშენებლობის შეჩერება, თემაზე საჯარო დისკუსიის გამართვა და ზედამხედველობის ინსპექციის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო სანქციების გამოყენებით სასწრაფო რეაგირების მოხდენა.