ღორის გრიპის შემთხვევები მატულობს - კვირის პალიტრა

ღორის გრიპის შემთხვევები მატულობს

H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობა საქართველოში  21-ით გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის,

შოთა ცანავას განცხადებით, 4 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს.  მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამასთან, დაავადების უმეტესი ნაწილი - 19 შემთხვევა, თბილისში გამოვლინდა,  2 კი - ქუთაისში. შემთხვევათა უმეტესობა 5-დან 14 წლამდე და 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე მოდის.

სულ დღემდე საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 292 შემთხვევა ფიქსირდება.

ცანავამ აღნიშნა, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად გართულებების რისკიც დიდია. ამდენად, პაციენტებმა ექიმს დროულად უნდა მიმართონ.