ქებასაც და ძაგებასაც დუმილით უნდა შევხვდეთ - კვირის პალიტრა

ქებასაც და ძაგებასაც დუმილით უნდა შევხვდეთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, სიკეთესა და

ბოროტებაზე, ადამიანის გულსა და გონებიდან გამომავალ ზრახვებზე ისაუბრა.

- "გული, რომელიც ბოროტებას აკეთებს, უპირველეს ყოვლისა თავის თავს ვნებს. ის ადამიანიც, რომლის გული ბოროტებას და ღვარძლს ატარებს, თავის თავს ვნებს", - მოიყვანა პატრიარქმა მაგალითი ბიბლიიდან და ასევე გაიხსენა პლატონის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ვინც ბოროტებას სჩადის, თავად არის საცოდავი. "არსებობს ადამიანი, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ასეთი ადამიანი შორს ვერ წავა. ერთგული უნდა ვიყოთ ადამიანის, ეკლესიის, საზოგადოების. თუ ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს, ის არც კაცს უყვარს და არც ღმერთს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა ადამიანის სიჭრელე ჩანს. ეს უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი ვაკეთოთ ერის სასიკეთოდ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა კიდევ ერთხელ გაიხსენა რამდენიმე კვირის წინ ნაქადაგევი, რომ როდესაც ადამიანს აქებენ ან აძაგებენ, ის ამ ყველაფერს დუმილით უნდა შეხვდეს.