რეზოლუცია ვერ გაიტანეს - კვირის პალიტრა

რეზოლუცია ვერ გაიტანეს

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საქართველოში არსებული შერჩევითი სამართალი იყო დაგმობილი. ბიუროზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კამათი გაიმართა, რის შემდეგადაც, დოკუმენტმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა და შესაბამისად, პლენარულ სესიაზე მას დეპუტატები არ განიხილავენ. რეზოლუციის პროექტის მომზადება ვანო მერაბიშვილის დაკავებას უკავშირდება.