ანგარიში ტერორიზმზე - კვირის პალიტრა

ანგარიში ტერორიზმზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოც მოხვდა. დოკუმენტის თანახმად, 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან თანამშრომლობას განაგრძობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. "თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვერ აკონტროლებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ამ რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რუსეთთან საზღვრის დაცვის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა", - ნათქვამია დოკუმენტში.  ანგარიშში სხვა შემთხვევებთან ერთად მოხვდა  ლოპოტის სპეცოპერაცია.  "საქართველოს მთავრობამ ეს შემთხვევა ტერორისტულ აქტად არ მიიჩნია, თუმცა, ნოემბერში, ქვეყნის ახალარჩეულმა მთავრობამ ხელახლა წამოიწყო მომხდართან დაკავშირებული გამოძიება"," - ნათქვამია ანგარიშში.