პატრიარქმა პუტინს მიმართა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა პუტინს მიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან ე.წ. საზღვრის გადმოწევის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილობით მიმართა.

"გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მით უმეტეს, იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის.

ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის", - ნათქვამია მიმართვაში.