ებრალიძე გადადგა - კვირის პალიტრა

ებრალიძე გადადგა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ თანამდებობა დატოვა. "ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი პირველ რიგში იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა.

რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგრძლივება იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ", - აღნიშნულია განცხადებაში. მინისტრმა ნოდარ ხადურმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.