ორი ვეტო დასძლიეს - კვირის პალიტრა

ორი ვეტო დასძლიეს

პარლამენტმა  პრეზიდენტის ორი ვეტო დასძლია:„"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტზე ვეტო 92 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაიძლია, ხოლო „"სამოქალაქო კოდექსი" - 92 ხმით 22-ის წინააღმდეგ.

პარლამენტის მიერ "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით შესაძლებელი ხდება არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის სამართლებრივი ფორმის შეცვლა და მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა. პრეზიდენტმა აღნიშნულ ინიციატივაში უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის შელახვის საფრთხე დაინახა და  ვეტოს უფლება გამოიყენა. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი კი სააკაშვილმა სასამართლოს უფლებების შემზღუდველ ნორმად მიიჩნია.