"ბურჯანაძე ჩემი შვილის მკვლელია" - კვირის პალიტრა

"ბურჯანაძე ჩემი შვილის მკვლელია"

2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედის, ანა აზაურაშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძე მისი  შვილის მკვლელია და სისხლს ვერ ჩამოირეცხავს.

"ბურჯანაძე ნუ ადებს ხელს ნურავის, ნურც ვანოს. მან გამოიწვია სისხლის ღვრა. ღამის 12 საათამდე ჩემს შვილს ტელეფონით ველაპარაკებოდი, 12 საათზე კი უკვე ვეღარ დავრეკე, პირველის 15 წუთისთვის ის გარდაცვლილი იყო. როდისღა მოასწრო ინსცენირება ვანო მერაბიშვილმა, როდისღა მოკლა ჩემი შვილი, როდისღა მოასწრო თეატრალიზებული წარმოდგენის დადგმა? ეს ხომ აბსურდია. უბრალოდ, ის გარბოდა ვირთხასავით, თავისთვის და თავისი ოჯახისთვის უნდა ეშველა. სწორედ ამ დროს გაიტანა ჩემი შვილი. მე არ ვიცი ვინ იჯდა საჭესთან, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის ოჯახი იყო", - განაცხადა აზაურაშვილმა.

მას პრეტენზია ახალ ხელისუფლებასთანაც აქვს და აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ალექსანდრე ბიბილურის პოლიტპატიმრად ცნობა და ციხიდან გამოშვება უკანონობა იყო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).