ბიზნესმენი კეზერაშვილს ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ბიზნესმენი კეზერაშვილს ადანაშაულებს

თბილისში, მარაბდის ქუჩაზე, ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის მეუღლის ავტომანქანა დაწვეს. ბიზნესმენმა ეს ფაქტი დავით კეზერაშვილის მხრიდან  პირად ანგარიშსწორებად მიიჩნია. მისი თქმით,  2010 წელს დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა მას ბიზნესი, ფოთის ნავთობტერმინალი წაართვეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან სამართალდამცველ სტრუქტურებს მიმართა, საპასუხოდ, კეზერაშვილი შვილის ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. მუქარა კეზერაშვილმა მას მეგობრის, სოსო მგელაძის პირით შეუთვალა. ნიჟარაძემ ისიც აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესოა, როგორ გადააფორმა კეზერაშვილმა ყველა ბიზნესი დავით იაკობაშვილის სახელზე". ბიზნესმენმა სოსო მგელაძემ ნიჟარაძე სიცრუეში დაადანაშაულა და მას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. ზემოხსენებული განცხადების გამო სარჩელს ნიჟარაძის წინააღმდეგ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ადვოკატებიც ამზადებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).