პატრიარქის ავტორიტეტი დრომ გამოსცადა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ავტორიტეტი დრომ გამოსცადა

"ახალი მემარჯვენეები" ეხმაურებიან სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებმაც პატრიარქს შეკითხვები გაუგზავნეს.

"მათ მიზანს ამჯერადაც საზოგადოების გამოწვევა და  საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის დამახასიათებელი ხელწერით გაჯერებული ნააზრევის ტირაჟირება წარმოადგენს. მდაბლად მოვუწოდებთ და უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურთ, -არამც და არამც არ ჩაერთონ ამ სრულიად არაჯანსაღი განზრახვით წამოწყებულ კამპანიაში", - ნათქვამია "ახალი მემარჯვენეების" სპეციალურ განცხადებაში.

აქვე, "ახალი მემარჯვენეები" მოუწოდებენ საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს, არ აყვნენ ამ გამოწვევას, რადგან  "გარდა საზოგადოებისთვის სრულიად უსარგებლო და ბინძური კამპანიის გაჩაღებისა, ფსევდოლიბერალების ეს მცდელობა საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში საქართველოს მოსახლეობისთვის ფუნდამენტალისტური იარლიყის მიწებებასაც ისახავს მიზნად".

"რაც შეეხება ჩვენი პატრიარქის მაღალ ავტორიტეტს, ის უკვე კარგა ხანია დროით გამოიცადა და მსგავსი გამოხდომები ოდნავაც ჩრდილს ვერ მიაყენებს", - ნათქვამია განცხადებაში.