"ამნისტია არ შეეხებათ" - კვირის პალიტრა

"ამნისტია არ შეეხებათ"

სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალების გავრცელების მახინჯ სისტემას ათასობით და ათიათასობით შემსრულებელი ჰყავდა.  ეს ადამიანები რეჟიმის მსხვერპლი არიან და მათ მიმართ გარკვეული სახის ამნისტია უნდა განხორციელდეს. თუმცა, ამ სისტემის ორგანიზატორებს მერაბიშვილს, ადეიშვილს და სააკაშვილს ამნისტია არ შეეხებათ. შსს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალების განადგურებას უახლოეს დღეებში გეგმავს.