მინიონი შეშფოთებულია - კვირის პალიტრა

მინიონი შეშფოთებულია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი ევროსაბჭოს სახელით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. "შეშფოთებული ვართ იმ დაკავებებით, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბუნებრივია, საქართველოს შინაპოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ამ ადამიანების მიმართ არსებობს ბრალდებები, გვსურს ეს პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ის ყველა ადამიანის მიმართ მოქმედებს. გვსურს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს", - განაცხადა მინიონმა თბილისში ვიზიტისას.