მინიონი შეშფოთებულია
03-06-2013
მინიონი შეშფოთებულია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი ევროსაბჭოს სახელით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. "შეშფოთებული ვართ იმ დაკავებებით, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბუნებრივია, საქართველოს შინაპოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ამ ადამიანების მიმართ არსებობს ბრალდებები, გვსურს ეს პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ის ყველა ადამიანის მიმართ მოქმედებს. გვსურს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს", - განაცხადა მინიონმა თბილისში ვიზიტისას.

lemali
16 ივნისი 2013 17:56

კანონები ორი მიზნით იწერება, სერ მინიონ: 1. დანაშაულის არ ხდებოდეს კანონის შიშით და 2. დანაშაული დაუსჯელი არ რჩებოდეს!

მამაცხონებულებო, ნიქსონს ერთი მიქარვა არ ეპატია და ამ მხეცთა ხროვას(ნაცებს) ათასობით მიქარვა რატომ უნდა ეპატიოს, ახსენით ერთი!

რით ხართ დავალებულები ასე მათგან?

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: მართლა ისე ფიქრობთ, როგორც ლაპარაკობთ თუ სხვა,-ქვენა შიშები გალაპარაკებთ?

რედაქტორის რჩევით