რუის-ურბნისის ეპარქიაში ტაძრების გაქურდვა გახშირდა(!) - კვირის პალიტრა

რუის-ურბნისის ეპარქიაში ტაძრების გაქურდვა გახშირდა(!)

30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუის-ურბნისის ეპარქიაში  კიდევ ერთი ტაძარი გაიძარცვა.

სარკის წმინდა გიორგის ეკლესიის გაძარცვის შემდეგ, ამჯერად უკვე სურამში მდებარე კვირაცხოვლის სახელობის ტაძარი გაქურდეს. მძარცველებმა ეკლესიაში, სავარაუდოდ, სარკმლის გატეხვის შედეგად შეაღწიეს. წაღებულია შესაწირი ყუთები, რომლებშიც ფული იყო. ხატებისა და სხვა სიწმინდეებისთვის  მძარცველებს ხელი არ უხლიათ.

კვირაცხოვლის ტაძარი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე მესამედ გაიძარცვა(!).

მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.