ცხინვალის ციხეში სამი ქართველი მოზარდი რჩება - კვირის პალიტრა

ცხინვალის ციხეში სამი ქართველი მოზარდი რჩება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვდრას ითხოვენ, რათა მიიღონ

ინფორმაცია, რა პროცესები მიმდინარეობს ტირძნისიდან გატაცებული ორი ქართველი მოზარდის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და რა ღონისძიებებია ამ მიმართულებით დაგეგმილი.

ახალგაზრდული ფორუმის”წარმომადგენლის, შალვა კიკნაველიძის განცხადებით, ცხინვალის საპყრობილეში უკვე ექვსი თვეა, უკანონოდ არის დაკავებული კიდევ ერთი ქართველი მოზარდი გიორგი არჩვაძე.

ჩვენი ინფორმაციით, იგი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ შავშვებში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ოსმა სეპარატისტებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც გიორგი სოფელ ბელოთში თავისი სახლის სანახავად მიდიოდა, - თქვა კიკნაველიძემ.