პუტინი იულიას მხარს არ დაუჭერს - კვირის პალიტრა

პუტინი იულიას მხარს არ დაუჭერს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი უკრაინელ კოლეგას იულია ტიმოშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პრემიერმა

მოქალაქეთა კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

პუტინის თქმით, ის ტიმოშენკოსთან თანამშრომლობს როგორც პრემიერი პრემიერთან.

- პარტიების დონეზე ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს რეგიონების პარტიასთან, - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

ამ ეტაპზე უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. პრეზიდენტობის ძირითად კანდიდატებად მოქმედი პრემიერი იულია ტიმოშენკო და“რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი ითვლებიან.