მოსკოვის მოთხოვნა - კვირის პალიტრა

მოსკოვის მოთხოვნა

პრაღაში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის გრიგორ კარასინისა და საქართველოს პრემიერის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ კარასინმა განაცხადა, მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმებას ითხოვს. "მთავარი, რაც ჩვენს ტურისტებს საფრთხეს უქმნის, არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტუმრობის გამო"", - განაცხადა კარასინმა.

რუს დიპლომატს თბილისიდან რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა უპასუხა. "კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ვერ გაუქმდება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია". მისივე თქმით, კანონი არ უნდა იყოს არაადეკვატურად მკაცრი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ.