ვინ ატვირთა ვიდეოფირი? - კვირის პალიტრა

ვინ ატვირთა ვიდეოფირი?

6 ივნისს ავღანეთში ქართულ ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე YouTube-ზე გავრცელდა ვიდეოფირი სახელწოდებით "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰმა დასაჯა. ახლა კი ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების დასახოცად. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ჰილმენდში ყოველდღე საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც YouTube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელს ჰამად ზამანს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოფირი საქართველოდანაა ატვირთული. ექსპერტების თქმით, ვიდეოფირი განსხვავდება ტერორისტული ორგანიზაციების საიტებზე განთავსებული სხვა ფირებისგან. შსს ვიდეოფირის წარმომავლობის დადგენას ცდილობს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).