ტრაგედია ავღანეთში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ავღანეთში

6 ივნისს, ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, ქართულ ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, რის შედეგადაც დაიჭრა 9 და დაიღუპა 7 ქართველი ჯარისკაცი: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი; რიგითები: ზურაბ გურგენაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილი, ბორის ცუგოშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი. დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II-მ დაღუპული სამხედროების მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა უსურვა.  "მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს და უკან ვერავინ დაგვახევინებს", - აღნიშნა პრემიერმა ივანიშვილმა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მორიგი მსხვერპლი გაიღო. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სამძიმრის წერილები ნატოსგან, ევროკავშირისგან, აშშ-ისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან. 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღე იყო (ვრცლად იხ. გვ. 6, 7, 8, 9, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).