არქივი განადგურდება - კვირის პალიტრა

არქივი განადგურდება

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურების გადაწყვეტილება არ შეიცვლება. თუმცა, მასალები, რომლებიც დანაშაულის გამოვლენას უკავშირდება და შესაძლოა, მტკიცებულებად გამოდგეს, დაცული იქნება. "მასალების უმეტესობა უკანონოდ არის მოპოვებული, დანაშაულის გამოვლენასთან არავითარი კავშირი არა აქვს და მიმართულია იმისკენ, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგის კომპრომატად გამოყენებულიყო", - აცხადებს იზორია. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, არქივი კერძო პირების ხელშიც იყოს, პარლამენტი მათ ამნისტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მოამზადებს, რომლის ფარგლებშიც ამ პირებს მასალების საგამოძიებო უწყებებისთვის ჩაბარება შეუძლიათ. თუ ისინი ერთი ან ორი თვის განმავლობაში ასე არ მოიქცევიან და მასალებს შეინახავენ, მაშინ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.